ჭავჭავაძის გამზირს სპეცრაზმი ტოვებს და ადგილზე მხოლოდ პოლიციელები რჩებიან. ტერიტორიიდან გაჰყავთ წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო ავტომობილებიც.
ჭავჭავაძის გამზირზე ამ დროისთვის მუშაობს დასუფთავების სამსახური.
ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის მომიტინგეებისგან სრულად გათავისუფლებულია – სამართალდამცავებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს.
დემონსტრანტები აპროტესტებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.