ანექსირებულ ყირიმში გაზსადენი იწვის

ს მიერ ანექსირებული ს ქალაქ ქერჩის გაზსადენზე ხანძარია. რუსული სააგენტოების ცნობით, ქერჩის ერთ-ერთ რაიონში იწვის გახეთქილი მილიდან ამოსული გაზი, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.
გაზსადენზე გამთენიისას დაწყებული ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ანექსირებულ ყირიმზე ხშირია დრონებით შეტევები, რომლებსაც ს რეჟიმის მიერ ტერაქტების მცდელობას“ უწოდებს. დღეს ასეთი შეტევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ შესაძლო დივერსიის თაობაზეც.
ს კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ს ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.