– აქციები ისევ გაგრძელდება, სხვა ადგილას ან ისევ ჭავჭავაძეზე – ჩვენ ძალის გამოყენების გარეშე გავათავისუფლებთ ამათგან ამ ქვეყანას

აქციები ისევ გაგრძელდება, სხვა ადგილას ან ისევ ჭავჭავაძეზე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებისგან ჭავჭავაძის გამზირის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, სპეცრაზმისგან განსხვავებით, ისინი ძალის გამოყენების გარეშე გაათავისუფლებენ ქვეყანას.
„ჩვენ ძალის გამოყენების გარეშე გავათავისუფლებთ ამათგან ამ ქვეყანას. ეს საქართველოა, ეს ევროპაა, ეს არ არის . სანამდე უნდა აწვებოდნენ თავისუფლების მოყვარე ხალხს? ეს ხომ არ დამთავრდება არასდროს, არ დამთავრებული ათასწლეულებია და არ დამთავრდება არც ახლა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს