რუსებმა გლუხოვში საცხოვრებელ კორპუსს დრონით დაარტყეს, არის მსხვერპლი

უკრაინის სუმის ოლქის შოსტკინსკის რაიონის ქალაქ გლუხოვში რუსული დრონით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქის მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გაიგეს და მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს Shahed-ის ტიპის დრონით დაარტყეს. მსხვერპლის რაოდენობა ამ დრომდე დგინდება.
მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასწრაფოდ გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დავრწმუნდები, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ – გელა მთივლიშვილი პროკურატურას მიმართავს