ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცველთა მობილიზაცია შეინიშნება.
სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან, რომლებსაც სახე ნიღბებით აქვთ დაფარული.
ასევე, სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა რამიშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ. ადგილზე მობილიზებულია 30 – ზე მეტი ავტობუსი.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, სავარაუდოდ, ემზადებიან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გასასვლელად.
შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი უკვე მეორე დღეა მომიტინგეებს აქვთ გადაკეტილი, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.