მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის იმ მონაკვეთზე, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული, ნაგვის ურნების საშუალებით ბარიკადები აღმართეს

მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის იმ მონაკვეთზე, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული, ნაგვის ურნების საშუალებით ბარიკადები აღმართეს.
თავის მხრივ, სამართალდამცველებმა, რომლებიც ვაკის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ჭავჭავაძის გამზირზე გადმოინაცვლეს.
სამართალდამცავებთან ერთად, ადგილზეა რამდენიმე წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, რამდენიმე სახანძრო-სამაშველო მანქანა.
აქციის მონაწილეები კი, რომლებიც ორი დღეა ჭავჭავაძის გამზირზე უწყვეტ აქციას მართავენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. პროტესტის ადგილზე ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან.