სპეცრაზმმა აქციის ტერიტორიის მომიტინგეებისგან გაწმენდა დაიწყო – სამართალდამცავებმა დაშალეს კარვებიც

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდა დაიწყეს. სამართალდამცავებმა დაშალეს კარვებიც. ასევე, ევაკუატორით გაჰყავთ ადგილზე განთავსებული მანქანები, რომლითაც გზები იყო გადაკეტილი.
ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მთლიანად საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმია განთავსებული.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელ კართან გაურკვეველ ნივთიერებას ცეცხლი წაუკიდეს. კარის უკანა მხარეს განლაგებული იყო სპეცრაზმი.