“დიდი ოცეული“ – მივესალმებით ყველა ინიციატივას უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც მხარს უჭერს სამართლიან მშვიდობას

მივესალმებით ყველა შესაბამის და კონსტრუქციულ ინიციატივას უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, – ამის შესახებ „დიდი ოცეულის“ ლიდერების ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა.
„უკრაინის ომთან დაკავშირებით, ხაზს ვუსვამთ ადამიანთა ტანჯვას და ომის ნეგატიურ ზემოქმედებას გლობალურ სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, მიწოდების ჯაჭვებზე, მაკროფინანსურ სტაბილურობაზე, ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე. მივესალმებით ყველა შესაბამის და კონსტრუქციულ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, იცავს გაერო-ს წესდების ყველა მიზნებსა და პრინციპებს ერებს შორის მშვიდობიანი, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ ლიდერები 18-19 ნოემბერს რიო-დე-ჟანეიროში შეხვედრას მართავენ. ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მათი მიზანია, განიხილონ ძირითადი გლობალური გამოწვევები და კრიზისები და ხელი შეუწყონ ეკონომიკის ძლიერ, მდგრად, დაბალანსებულ და ინკლუზიურ ზრდას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა