: უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთის პასუხი იქნება შესაბამისი

უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთის პასუხი იქნება შესაბამისი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„კიევის მიერ შორი მანძილის რაკეტების გამოყენება ჩვენს ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ნიშნავს -ისა და მისი სატელიტების პირდაპირ მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, ასევე კონფლიქტის არსისა და ბუნების რადიკალურ ცვლილებას. რუსეთის პასუხი ასეთ შემთხვევაში იქნება ადეკვატური და საგრძნობი“, – აღნიშნა ზახაროვამ.

როგორც რუსეთის საგარეოს წარმომადგენელი ამბობს, კიევის რეჟიმის მარცხის ფონზე დასავლეთი რუსეთის წინაშე ჰიბრიდული ომის ესკალაციას ცდილობს.

„თუმცა არანაირ „სასწაულმოქმედ იარაღს“, რომელზეც ზელენსკი და მისი დამქაშები ლოცულობენ, არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს სპეცოპერაციის მსვლელობაზე“, – განაცხადა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?