ერევანი: დონალდ ტრამპსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინოფრმაციით, ფაშინიანმა ტრამპს სატელეფონო ზარის დროს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ორი ქვეყნის, ამერიკისა და სომხეთის ურთიერთობის შესახებ ესაუბრა.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო, როგორც ამერიკა-სომხეთის ურთიერთობები, ასევე რეგიონში არსებული ვითარება.
სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარი 16 ნოემბერს შედგა, დამატებითი დეტალები კი უცნობია. ამ დრომდე, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ან მის გუნდს საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ბესო შენგელია არის დევნილი, რომელიც ბევრს მუშაობს ამ თემებზე… “ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები”

ზურა-გირჩი ჯაფარიძე: ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც გაუბაზრდა რომ არასრულწლოვნების ‘კაჩაობის’ დაორგანიზებაში მონაწილეობდა პატრონის შვილის დავალებით და შემდეგ ამაზე მასთან ერთად ღლაბუცობდა