საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა:
“დისკვალიფიცირებული სოუჩეკის შეცვლა ძნელია, სამი თუ ოთხი ვარიანტი გვაქვს და საუკეთესოს შევარჩევთ. საქართველომ თბილისში ჩვენთან საუცხოოდ ითამაშა, ჩვენ კი, რაც მე გუნდში ვარ, – ყველაზე უარესად. თუმცა, ეს უკვე წარსულია, დასკვნებია გამოსატანი. ყველას შეუძლია ჯგუფის მოგება, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით მეტოქის შემტევი ვარსკვლავების მიმართ, რომლებიც კონტრშეტევებზე სახიფათონი არიან.
ქართველები უფრო ღრმა დაცვიდან თამაშობენ, ახლა გაცილებით აგრესიულად მოქმედება გვჭირდება, ამოცანას გავუმკლავდებით და ეს შეხვედრა
განსხვავებული იქნება. სანიოლმა შეიძლება მოედანზე ხუთი მცველი გამოიყვანოს, ისინი თითქმის ყველანი 190 სანტიმეტრზე მაღალი სიმაღლის არიან და ამ მხრივ მცირე უპირატესობა ექნებათ, თუმცა ჩვენ მზად ვართ და გულშემატკივრების მხარდაჭერით გამარჯვების იმედი გვაქვს”.