სანიოლი: ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავდივართ, ეს ჩვენი იდენტობაა

ჩეხეთთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული სიტუაციაა. ბევრი რამ შეიცვალა. მთავარია, წლის ბოლო შეხვედრაში როგორი მიდგომა გვექნება. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი თამაშების სასიამოვნო მოგონებები გვაქვს, მაგრამ წარსულით ტკბობა არაფერს მოგვიტანს, მთავარია, ახლა ვიყოთ ბოლომდე ფოკუსირებულები. ვეცდებით გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად ვიცით. შემაწუხებელი გუნდი ვართ იმათთვის, ვინც თავს კომპაქტურად იცავს.