სოფო ჯაფარიძე – ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დანარჩენ დეტალებზე პრეზიდენტი თავად ისაუბრებს

ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დანარჩენ დეტალებზე პრეზიდენტი თავად ისაუბრებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ბრძოლა იქნება მანამ, სანამ საქართველოში ხელახალი არ დაინიშნება.
„საქმის კურსში ხართ, რომ დღეს მას აქვს ბრიფინგი, დეტალებზე უკვე თავად ისაუბრებს. ბრძოლა და პროტესტი გრძელდება. ახლა აქციის მონაწილეებს უნდა შევუერთდეთ. ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება და ქართველ ხალხს არ დაუბრუნდება კუთვნილი, მოპოვებული გამარჯვება. ქართველმა ხალხმა აირჩია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ქართველ ხალხს მოჰპარა, მაგრამ ჩვენ ამ გამარჯვებას აუცილებლად დავიბრუნებთ”,-განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში დღეს მოლაპარაკებები გამართეს კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ნოშიკოს, ნამორაძეს, ჰყოლია იურისტები, რომლებიც, თურმე, დაირაზმებიან და იჩივლებენ, ნოშიკოზე ცრუ, შეურაცხმყოფელი ინფო გავრცელდა, ქვეყნიდან არ გაქცეულა ქოცების გამოო და არადა…

ლარს ლოკე რასმუსენი – რუსეთი თვლის, რომ დაუსჯელად მოქმედება შეუძლია, ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, საქართველოში შემოტანის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა