“მანჩესტერ იუნაიტედს” “ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებული ფორვარდი ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურს და ნეაპოლურ კლუბს 30 მილიონ ევროსა და ჯოშუა ზირკზეს სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, ნიგერიელის სრულფასოვანი ტრანსფერით გაყიდვას გეგმავს და “მანკუნიანელთა” ნიდერლანდელის ფორვარდით დაინტერესებული არ არის.
გამოცემის ინფორმაციით, “ნაპოლი” მზად არის ოსიმენი სხვა გუნდში იანვარშივე გაასხვისოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მსურველი კლუბი მოთამაშის სანაცვლოდ 81 მილიონ ევროს გადაიხდის.
შეგახსენებთ, “იუნაიტედმა” ზირკზე გასულ ზაფხულს, “ბოლონიადან”, 42.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა,
ნიდერლანდელმა მიმდინარე სეზონში “წითელი ეშმაკების” რიგებში გამართულ 11 პრემიერლიგურ მატჩში ერთი გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.