კრემლი: ATACMS-ების გამოყენების შესახებ ბაიდენის ნებართვა “თვისებრივად ახალი ვითარებაა”

კრემლი გამოეხმაურა ცნობებს იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონმა კიევს უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს ამერიკული შორსმსროლელი იარაღი.
„თუკი ასეთი გადაწყვეტილება მართლაც მიღებულია და ის შეატყობინეს კიევის რეჟიმს, მაშინ ეს დაძაბულობის თვისებრივად ახალი დონე და თვისებრივად ახალი ვითარებაა ამ კონფლიქტში შეერთებული შტატების ჩართულობის თვალსაზრისით,“ თქვა 18 ნოემბერს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას.
გუშინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის ამერიკული რაკეტები.
პესკოვმა შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სექტემბერში გააკეთა განცხადება და გააფრთხილა დასავლეთი რუსეთის საპასუხო ზომების შესახებ.
„ამ სარაკეტო სისტემებში საფრენი ამოცანების შეყვანა მხოლოდ ნატოს ქვეყნების სამხედროებს შეუძლიათ,“ თქვა12 სექტემბერს პუტინმა. „უკრაინელ სამხედროებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ“.
„თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ეს ნიშნავს სხვას არაფერს, თუ არა ნატოს – -ის, ევროპის ქვეყნების – პირდაპირ მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში,“ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. „ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ნატო, აშშ, ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან“.
მაშინდელ გამოსვლაში პუტინს არ უთქვამს, კონკრეტულად რა სახის რეაქცია ექნება ამას მოსკოვის მხრიდან. მაგრამ მან გააფრთხილა დასავლეთი, რომ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ საფრთხეების შესაბამისად, რომლებსაც მას შეუქმნიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით