მარგუს ცაჰკნა – ცხადია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა – ჩვენ შეშფოთებულები ვართ

ცხადია, რომ საქართველოს მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა – ჩვენ შეშფოთებულები ვართ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირს აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეუძლია, მაგრამ იქამდე ცხადი უნდა იყოს რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განიხილება, საქართველოს ეხება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ვაპირებთ დისკუსიას იმასთან დაკავშირებით თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ცხადია, რომ მმართველი პარტია არ აპირებს მიჰყვეს ევროკავშირისკენ სავალ გზას, რა პირობასაც ის იძლეოდა. ესეც ძალიან საინტერესო დისკუსია იქნება, რადგან ჩვენ ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება ამასთან დაკავშირებით. არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია, მაგრამ, პირველ რიგში, ცხადი უნდა იყოს, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოში, რადგან უნდა იყოს სამართლიანი და ჩვენ გვაქვს ეს ეჭვები“, – განაცხადა ესტონელმა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია