მებაჟე ოფიცრებმა სარფში 4 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მომავალი, საქართველოს მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად (ავტომობილის სალონში არსებული სავარძლის ქვეშ), 3 900 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 505 667.28 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური