ცხადია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გამოძიება. არ შეიძლება თქვა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო ის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.
ბორელის თქმით, ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ცალსახად უნდა იყოს ანგარიშვალდებულება.
„ცხადია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გამოძიება. ის რაც მოხდა, სრულად უნდა იქნას შეფასებული. არ შეიძლება თქვა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო ის. ჩვენ საწყისიდანვე ვთხოვდით საქართველოს ხელისუფლებას, გაერკვია ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო საჩივრებთან. ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ცალსახად უნდა იყოს ანგარიშვალდებულება“, – განაცხადა ბორელმა.