გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ლიეტუვას არ მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, საჭიროა საერთაშორისო გამოძიება

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული არ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი, რის გამოც ლიეტუვამ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.

ლანდსბერგისმა განცხადება ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, სადაც დღეს საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. ლანდსბერგისი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება უარს უტყვის საერთაშორისო გამოძიებაზე, ეს მანიშნებელი იქნება, რომ მათ არ სურთ ევროპულ გზაზე მოძრაობა:

“ლიეტუვას არ მიაჩნია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ამიტომ ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. იმისათვის, რომ ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვროთ ჩვენი ნაბიჯები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა რეალურად. ამიტომ გვჭირდება გამოძიება. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამ საკითხზე ჩვენთან თანამშრომლობაზე, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მათ სინამდვილეში არ სურთ საქართველოს ევროპულ გზაზე მოძრაობა. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია და მე მიმაჩნია, რომ ამ კონსენსუსის მიღწევა ძნელი იქნება. ეს ეხება სანქციების დაწესებასაც. დღეს კონსტრუქციული დიალოგი იქნება ამასთან დაკავშირებით და შედეგები მოგვიანებით გამოჩნდება.” განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა.