ნინო დოლიძე – პროტესტი მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და სამართლიანი

ადამიანებს ბუნებრივად აქვთ ლეგიტიმური გრძნობა, რომ გამოხატონ პროტესტი. პროტესტი მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და სამართლიანი , – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” დირექტორმა ნინო დოლიძემ, ვარაზისხევის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე, მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო, რისი მტკიცებულებებიც არსებობს.
„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ არჩევნების შემდეგ, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამის არაერთი მტკიცებულება და ფაქტი არსებობს. ვცდილობდით, რომ ეს სამართლებრივი დავებით მოგვეგვარებინა, თუმცა ვერ დავინახეთ ვერცერთი ინსტიტუტისგან რეალური სურვილი, რომ ეს მოგვარებულიყო. ამ ადამიანებს ბუნებრივად აქვთ ლეგიტიმური გრძნობა, რომ გამოხატონ პროტესტი. პროტესტი მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
საერთაშორისო საზოგადოებისგან უკვე ვნახეთ კრიტიკული განცხადებები, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ვნახოთ როგორი გზავნილები იქნება, თუმცა კრიტიკული გზავნილები რომ იქნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება”,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება