11-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

გაიზარდა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის ჯარების სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულების და დაშავებულების რიცხვი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიღუპა 11 და დაშავდა 89 ადამიანი. მათ შორის დაღუპულია 2 და დაშავებულია 11 ბავშვი.
რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ სუმის 17 ნოემბერს, გვიან საღამოს, დაარტყეს. შუაღამის მონაცემებით, დაღუპული იყო 10 ადამიანი და დაშავებული – 52.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა იყო ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე, სადაც დაზიანებულია 10-ზე მეტი მრავალბინიანი კორპუსი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაზიანებული სახლებიდან ევაკუირებულია 400-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სუმიში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი: პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს, სულ ყველამ წააგო – ოპოზიციაში კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის, თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, უნდა იყოს ასიმეტრიული და კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან