თბილისის მერია თსუ-ს პირველ კორპუსთან კარვების განთავსებისა და გზის გადაკეტვის გამო ტრანსორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია სახელმწიფო უნივერსტიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის გამო ტრანსორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მერიის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვალა. შესაბამის მარშუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან ყაზბეგის გამზირზე გადაინაცვლებენ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩამდე. ასევე, კეკელიძის ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისა და ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით.
ავტომანქანები ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრას შეძლებენ ავალიშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით. მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბაშიძის, ფალიაშვილის, მელიქიშვილისა და ვასილ ბარნოვის ქუჩების გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი მოძრაობას შეძლებს ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გამოყენებით.
დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც. შესაბამის მარშუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან გადაინაცვლებენ ყაზბეგის გამზირზე, დაუკავშირდებიან პეკინის გამზირსა და გმირთა მოედანს, გააგრძელებენ მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე და ს ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს. შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებენ დადგემილი მარშრუტების შესაბამისად. იგივე მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით სვლისას. რაც შეეხება N385, N387 და N397 ავტობუსებს, ისინი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე – მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება

ლევან სანიკიძე – მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული – ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი

ლევან ხაბეიშვილი – დიდი სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, გიორგი გახარია გარიგდა ივანიშვილთან იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფლად იაროს – არ მინდა დავუშვა, რომ „ლელოც“ გარიგდება

ისრაელის ელჩი – ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს – სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ