“ჯუღელმა” “ნაპოლის” განუცხადა, რომ ხვიჩა ზაფხულში გუნდიდან წავა, ქართველი მენეჯერი “ბარსელონას” წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და…” – RAI ქართველის შესახებ წერს

“ჯუღელმა” “ნაპოლის” განუცხადა, რომ ხვიჩა ზაფხულში გუნდიდან წავა, ქართველი მენეჯერი “ბარსელონას” წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და…” – RAI ქართველის შესახებ წერს
“ნაპოლის” ქართველი გარემარბი , დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა RAI ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” და ქართველი ფეხბურთელის მენეჯერი მამუკა ჯუღელი კონტრაქტის გამოსასყიდ თანხაზე ვერ თანხმდებიან. გამოცემის ინფორმაციით, ჯუღელმა “კვარას” დამატება “ბარსელონას” უკვე შესთავაზა.
“ხვიჩას და “ნაპოლის” შორის არსებული პრობლემები მოსალოდნელი იყო. “კვარას” გარემოცვა ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, “პარტენოპეი” მოთამაშეს ბონუსების ჩათვლით მაქსიმუმ 6 მილიონ ევროს სთავაზობს. მაგრამ პრობლემა არა ხელფასში, არამედ გამოსასყიდი პუნქტის თანხის ოდენობაშია.
“ნაპოლის” გამოსასყიდ თანხად 100
მილიონი ევროს შეტანა სურს, ხვიჩას გარემოცვას ამ თანხის 80 მილიონ ევრომდე დაწევა სურს. “პარი სენ ჟერმენი” სიტუაციას აქტიურად აკვირდება, რადგან მათ იციან, რომ კვარაცხელია კლუბის დატოვებას გეგმავს.
“კვარას” აგენტი მამუკა ჯუღელი ბარსელონაში გაფრინდა “ბლაუგრანას” ორ მატჩს დაესწრო და კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კლუბს ფეხბურთელის დამატება შესთავაზა. “ბარსას” უფროსობამ ჯუღელს დაუდასტურა, რომ მარცხენა ფლანგის შემტევს ნამდვილად ეძებენ. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველის მიმართ დაინტერესება იქნება, თუმცა იმ თანხის გადახდაზე რასაც დე ლაურენტისი ითხოვს, არავინ დათანხმდება”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.