„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც მოქალაქეებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად მთლი ღამის განმავლობაში გზა ჰქონდათ გადაკეტილი.
დეკანოიძის თქმით, “ქართული ოცნება” – “რეჟიმი ვერ გაუძლებს”.
„ყველას მინდა ვთხოვო, რომ მოვიდეს. ვინც დაიძინა, ვინც დაისვენა, მოვიდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს ვიყოთ ბევრი რეჟიმის წინააღმდეგ. რეჟიმი ვერ გაუძლებს იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში იჯანჯღაროს და იყანყალოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.