ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ადასტურებს, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმის ნებართვა მიიღო, – ინფორმაციას უკრაინული მედია გიტანას ნაუსედას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნაუსედას განცხადებით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში.
„ეს დღე დადგა! უკრაინას შეუძლია რუსეთში სამხედრო ობიექტებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაარტყას. ეს არის გადამწყვეტი მომენტი აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში. მშვიდობა სისუსტით ვერ მიიღწევა. მშვიდობა ძლიერთა ჯილდოა. იყავი ძლიერი, უკრაინა!“- წერს ნაუსედა.