ახალი ს მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ახალი ს მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.
უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, საჭიროა:
„1.ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;
2.პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;
3.ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა “სახალხო პარლამენტის” საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა;
4.“სახალხო პარლამენტის”მოქმედების გეგმის შემუშავება;
5.“სახალხო პარლამენტის” დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება“, – წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით