ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ ამ დროისთვის, 20-ზე მეტი კარავია გაშლილი – კვლავ პარალიზებულია ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ აქციის ორგანიზატორებმა დამატებითი კარვები მიიტანეს.
კერძოდ, მათ ადგილზე 20-ზე მეტი კარავი გაშალეს.
ამასთან, მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები ამარაგებენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.
კარვების გაშლის შედეგად სატრანსპორტო მოძრაობა კვლავ რამდენიმე მიმართულებითაა შეფერხებული. კერძოდ, ამ დროისთვის ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი პარალიზებულია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
შეგახსენებთ, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მოწოდების შემდეგ მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა