თსუ-ს სტუდენტების ინფორმაციით, უნივერსიტეტმა აცნობა, რომ ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები ერთი დღით შეჩერდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება ერთი დღით. სტუდენტების ინფორმაციით, მათ ამის შესახებ შეტყობინებები მიუვიდათ.
მათივე ცნობით, დაგეგმილი საგამოცდო პროცესი, რომელიც თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში მიმდინარეობს, განსაზღვრული გრაფიკით წარიმართება.
„გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. დაგეგმილი საგამოცდო პროცესი (თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში) წარიმართება განსაზღვრული გრაფიკით. ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება ერთი დღით“, – მისწერეს თსუ-დან სტუდენტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა