ბერლინში რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით აქცია გამართეს

ბერლინის ცენტრში რუსეთის ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნაც უკრაინაში ომის დასრულება იყო.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „არა ომს უკრაინაში!“ „თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ „არა პუტინს!“

მსვლელობას იულია ნავალნაია, ვლადიმერ კარა-მურზა და ილია იაშინი ხელმძღვანელობდნენ.

იაშინმა აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მთელ რუსეთთან არ უნდა გაიგივდეს.