ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პუტინთან სატელეფონო ზარებისგან

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარებისგან.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ახლა არ უნდა მივიდეთ რბოლამდე კრემლში ყურადღების მიქცევისთვის. თუ ევროპელი სახელმწიფოს მეთაურები კოორდინირებულ ან არაკოორდინირებულ სატელეფონო ზარებს განახორციელებენ პუტინთან, ეს პროცესს ვერ დაეხმარება“, – ამბობს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინისტრის თქმით, საჭიროა კოორდინირებული რეაგირება, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სთან.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი ორი წლის განმავლობაში პირველად ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით