საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, პოეტმა, რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ დაიძრან.
როგორც ამაღლობელმა განმარტა, იქ შეკრებილ პროტესტანტებს არ აძლევენ უფლებას, რომ გამოთქვან თავისუფალი პროტესტი.
“ჩვენი თანამებრძოლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსთან არიან. მათ არ აძლევენ უფლებას, რომ გამოთქვან თავისუფალი პროტესტი. ჩვენ, ყველანი ერთად, სოლიდარობის ნიშნად მხარში ამოვუდგეთ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ახლა დგანან უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ერთად, ორგანიზებულად მივდივართ ჩვენი მეგობრების მხარში ამოსადგომად. დავიძარით!“, – განაცხადა ამაღლობელმა.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის გამზირზე კარვებს შლიან.