ამ წუთებში “აიაქსის” ლეგენდები მადრიდის “რეალის” ლეგენდებს მასპინძლობენ, პირველი ტაიმი ამსტერდამელებმა შოთა არველაძის გოლით 1:0 მოიგეს.
შოთამ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, არველაძე “აიაქსის” ღირსებას 1997/2001 წლებში იცავდა, რა დროშიც 124 ოფიციალურ მატჩში 72 გოლის გატანა მოახერხა.