ბადრი ჯაფარიძე – გეგმა არის უწყვეტი პროტესტი, სხვა გეგმა არ არსებობს – არ მოხდება იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია

გეგმა არის უწყვეტი პროტესტი! სხვა გეგმა არ არსებობს! უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი. არ მოხდება იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რომელიც გაყალბებული არჩევნებით იქნა არჩეული,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსს” საკანონმდებლო ორგანოსთან განუცხადა, სადაც აქციაა დაანონსებული.
ჯაფარიძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ ნახავს საზოგადოება „რა უმსგავსობები“ მოხდა 26 ოქტომბერს.
“აქ მოვედით იმისთვის, რათა ვნახოთ უამრავი მტკიცებულება, რომელსაც დამკვირვებლები წარადგენენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თანამოქალაქეებს, თუ რა უმსგავსობები მოხდა 26 ოქტომბერს. გეგმა არის – უწყვეტი პროტესტი! სხვა გეგმა არ არსებობს. უწყვეტი და მშვიდობიანი პროტესტი. არ მოხდება იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რომელიც გაყალბებული არჩევნებით იქნა არჩეული”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. აქციას უერთდებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სტუდენტები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…