ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩის შესახებ საკუთარი მოსაზრება ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ გამოთქვა.
„შეხვედრამდე ვთქვი, რომ წავაგებდით. რატომ ვთქვი ეს? პირველ რიგში ვიცი, რა ძნელია საქართველოში თამაში, იქ ეროვნულ გუნდს არანორმალური მხარდაჭერა აქვს. მეორე – ამჟამად მათ ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ძალიან კარგი თამაში იყო, მე მომეწონა. რებროვი – ყოჩაღ, დაპირისპირებისთვის სწორი გეგმა შეარჩია, აქცენტი კონტრიერიშებზე გააკეთა და ასე გაიტანეს გოლი.