მამუკა ხაზარაძე – არავინ არ უნდა ჩამოუშვას ხელები, გამარჯვება და ბრძოლა ახლა იწყება – “ქართულმა ოცნებამ” არჩევანი რუსეთისკენ გააკეთა, საკითხი ასე დგას: ან ევროპა, თავისუფლება, დემოკრატია და განვითარება, ან ჯურღმულში დაბრუნება

რა განცხადებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტია, რომ ქართველ ხალხს წაართვეს და ახლა ამის შენარჩუნებას ცდილობენ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ საპროტესტო მსვლელობის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები არ აღიარა არცერთმა „ნორმალურმა მეგობარმა“ და არ აღიარა ქართველმა ხალხმა.
„რა განცხადებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტია, რომ არჩევნები ქართველ ხალხს წაართვეს და ახლა ამის შენარჩუნებას ცდილობენ. ეს არის არჩევნები, რომელიც არ აღიარა ჩვენმა არცერთმა ნორმალურმა მეგობარმა და არ აღიარა ქართველმა ხალხმა. ამდენი ადამიანი მოცლილი არ არის, ეს ხალხი გამოსულია, რომ თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ და უკან დაიბრუნონ ის პერსპექტივა, რომელიც მათ მოპარეს. დღევანდელ აქციაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები ატარებენ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ თვალნათლივ ნახოს თუ რა მასობრივი გაყალბება მოხდა. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, ვუერთდებით და ასე შევუერთდებით ყველა იმ პროტესტს, რომელიც საქართველოს ნორმალური განვითარების გზაზე დააბრუნებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რა იქნება ოპოზიციური პარტიების პასუხი იმაზე, რომ მმართველმა გუნდმა 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომა ჩანიშნა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ოპოზიციის პასუხი არის მშვიდობიანი და ურყევი პროტესტი.
„არავინ არ უნდა ჩამოუშვას ხელები. გამარჯვება და ბრძოლა ახლა იწყება. საქართველომ, ემიგრაციამ არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი არის ევროპული კურსი. „ქართულმა ოცნებამ“, რუსული ხელისუფლების მონამ, არჩევანი სკენ გააკეთა. საკითხი ასე დგას – ან ევროპა, თავისუფლება, დემოკრატია და განვითარება, ან ჯურღმულში დაბრუნება. ამას მგონი, ჩვენი არცერთი ღირსეული მოქალაქე არ დაუშვებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს