ჩეხეთის საელჩო: 17 ნოემბერი თავისუფლებისთვის ბრძოლის და სტუდენტების საერთაშორისო დღეა

ჩეხები კომუნისტური რეჟიმის დაცემის 35 წლისთავს აღნიშნავენ. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში 1989 წლის 17 ნოემბრის ხავერდოვან რევოლუციას ეხმიანება.
„1989 წლის 17 ნოემბერს ჩეხოსლოვაკიაში ხალხი გამოვიდა ქუჩებში 1939 წლის ტრაგიკული დღეების 50 წლისთავთან დაკავშირებით, როდესაც ჩეხეთის უნივერსიტეტები ნაცისტებმა დახურეს და პატრიოტი სტუდენტები დახვრიტეს. თუმცა, ეს დემონსტრაცია გადაიქცა მასობრივ პროტესტად კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და ხავერდოვანი რევოლუციის დასაწყისად.
დღესდღეობით, 17 ნოემბერი აღინიშნება როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის, ასევე სტუდენტთა საერთაშორისო დღედ“, — წერს საელჩოს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში.
2024 წლის 17 ნოემბერს 19:00 საათზე თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”