“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა “მანკუნიანელთა” ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში გუნდის ფანებს მიმართა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ქომაგებს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა “იუნაიტედი” უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას დაუბრუნდეს.
“იყო “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი, უდიდესი პასუხისმგებლობაა. უკვე ვგრძნობ, თუ როგორ დიდ კლუბში მოვხვდი.
ამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ, თუ საჭირო გახდება, ჩემს ფეხბურთელებს ნებისმიერ ფასად დავიცავ. ფანებს ვპირდები, რომ ძალიან ბევრს ვიმუშავებ და გუნდს დავაბრუნებ იქ, სადაც მისი ადგილია. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ”, – განაცხადა ამორიმმა.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” პორტუგალიელი სპეციალისტი “სპორტინგიდან” გადმოიბირა.
ამორიმმა “წითელ ეშმაკებთან” ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა.