მედია – ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. „პარლამენტთან“ განლაგებულ სამხედრო ტექნიკას ე.წ. თავდაცვის სამინისტროს უბრუნებენ

ოკუპირებულ სოხუმში მომიტინგეები ე.წ. სამთავრობო შენობებთან გაჩერებულ ტექნიკას ე.წ. თავდაცვის სამინისტროს უბრუნებენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ტექნიკა 15 ნოემბერს ე.წ. პარლამენტის შენობისკენ იმ მიზნით გადაისროლეს, რომ „ოპოზიციის“ მხარდამჭერებს შენობაში არ შეეღწიათ, თუმცა, აქციის მონაწილეებმა სწორედ მისი დახმარებით გაარღვიეს ღობე. შედეგად, ტექნიკა ორი დღის განმავლობაში ე.წ. პარლამენტის წინ იდგა და შენობის მისადგომებს ბლოკავდა.
აქციის მონაწილეების თქმით, ტექნიკის დაბრუნებაზე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა აფხაზეთის „ოპოზიციას“ ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვს დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია