ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ილონ მასკსა და ირანის ელჩს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამერიკული მედიის შეთითხნილი ამბავია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ კატეგორიულად უარყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თეირანის წარმომადგენელსა და ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
”ეს იყო ამერიკული მედიის მიერ შეთითხნილი ამბავი. ჩემი აზრით, ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი ილონ მასკისა და ირანის წარმომადგენლის შეხვედრის შესახებ ნიადაგის მოსინჯვაა, არსებობს თუ არა საფუძველი ასეთი ნაბიჯისთვის”, – განაცხადა არაღჩიმ.
მისი მტკიცებით, კიდევ ელოდებიან -ის ახალი ადმინისტრაციისგან სიცხადეს მის პოლიტიკასთან დაკავშირებით და საკუთარ პოლიტიკას სწორედ ამას შეუსაბამებენ.
„ამჟამად, ასეთი შეხვედრების არც დროა და არც მიზანშეწონილია. ჩვენი ბირთვული გზა მომავალ წელს იქნება მგრძნობიარე და რთული და ჩვენ მზად ვართ კონფრონტაციისთვის ან თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა არაღჩიმ.
შეგახსენებთ, New York Times-მა ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკი, ირანსა და -ის შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, გაერო-ში ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო