ანა წითლიძე – მნიშვნელოვანია, რომ აქციები სისტემატური იყოს, რადგან ეს არის ერთადერთი რამ, რაც რუსულ რეჟიმს მოარყევს და რიგგარეშე ს დანიშვნას აიძულებს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები სისტემატური იყოს.
წითლიძე დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რაც „რუსულ რეჟიმს მოარყევს და რიგგარეშე ს დანიშვნას“ აიძულებს.
“ყოველდღიური აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო – როდესაც ქვეყანაში არ არსებობს და არ მუშაობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ქვეყანაში მკვდარია დემოკრატია, ასეთ შემთხვევაში, რჩება მხოლოდ საპროტესტო მუხტი ქუჩაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქციები სისტემატური იყოს, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ერთადერთი რამ, რაც რუსულ რეჟიმს მოარყევს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას აიძულებს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
როგორც ცნობილია, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ამ გამოცდის შემოტანით უნდა გადაფარონ ის “ინოვაციური” საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც საბოლოდ აასრულებს პუტინის ოცნებას და დაასამარებს ისედაც გაუბედურებულ საგანმანათლებლო სისტემას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა – შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები