საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადაში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს

პროექტის – „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი – „სამხედრო საქმე“, სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს.
„მათ ახალგაზრდებს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, ასევე, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო შეიარაღება, ტექნიკა და აღჭურვილობა. მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სიმულაციურ ოთახში საჩვენებელი სწავლებაც ჩატარდა. დღის ბოლოს კი, ახალგაზრდებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო