ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში მე-200 მატჩი დღეს ითამაშა. ლიგა ენდესას მე-8 ტურში მისი “ლეიმა კორუნა” გრანადაში, “კოვირანს” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოოლაში – 77:80 წააგო.
საიუბილეო მატჩი ქართველი ფორვარდისთვის ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. საქართველოს ნაკრების წევრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 20:36 წუთი გაატარა. ბექამ საშუალო მანძილიდან 3-ჯერ შეუტია და 2 ჩააგდო. მან მთლიანობაში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ბექამ ესპანურ ლიგაში პირველი შეხვედრა 2010-2011 წლების სეზონში ითამაშა, როცა “კახასოლის” ახალგაზრდულ გუნდში გამოდიო
და და დიდებში მცირე ხნით ათამაშეს. ბექამ თავისი პირველ შეხვედრაში “ბილბაოს” წინააღმდეგ 35 წამი ითამაშა. მას შემდეგ ბურჯანაძემ 4 კლუბი გამოიცვალა – “ანდორა”, “გრან კანარია”, “რეალ ბეტისი” და ახლა ის “ლეიმა კორუნაში” გამოდის, რომელსაც გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში გადმოსვლაში დაეხმარა.
ბურჯანაძე 17 ნოემბერს ფინეთში გაემგზავრება და საქართველოს ნაკრებს ჰელსინკიში დახვდება.
GBF.GE