ერთა ლიგის B1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მეხუთე ტურში ალბანეთი და ჩეხეთი დაზავდნენ – 0:0.
პირველ ტაიმში სტუმრები დომინირებდნენ, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, სანახაობრივი ვერ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ჯგუფში 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ალბანეთია, უკრაინა კი 5 ქულით აუტსაიდერია.
ბოლო ტური 19 ნოემბერს გაიმართება – ჩეხეთი საქართველოს, ალბანეთი კი უკრაინას მიიღებს.
„ჯვაროსნებთან“ ჩეხებს დისკვალიფიკაციის გამო ნახევარმცველი
ტომაშ სოუჩეკი და თავდამსხმელი ტომაშ ხორი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებს.
ალბანეთი – ჩეხეთი 0:0
ფრე უკრაინასთან- საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით ლიდერია და პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]