– ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი – პრობლემა იმ “ევროპელ პოლიტიკოსებშია”, ვინც ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა

ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პრობლემა იმ “ევროპელ პოლიტიკოსებშია”, ვინც ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა”.
“რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი.
თუმცა, ეს არ არის მთავარი პრობლემა. ქართველ ფაშისტებს ქართველი ხალხი იცნობს და მიხედავს.
პრობლემა იმ “ევროპელ პოლიტიკოსებშია”, ვინც რამდენიმე დღის წინ, პარლამენტთან, დამტვრეული ინგლისურით, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა”, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ახალგაზრდები ს შედეგების გასაპროტესტებლად იყვნენ მისულები.
ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებს კალანდარიშვილის სახლამდე მისასვლელ ქუჩაზე ცოცხალი კორდონი ჰქონდათ გაკეთებული.
ამასთან, სამართალდამცავების კორდონის მიღმა იმყოფებიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.
ადგილი ჰქონდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას.
ადგილზე შეკრებილი ახალგაზრდები სკანდირებდნენ: “გაჟონა, გაჟონა!”
ადგილზე სიტუაცია აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა