საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა

უეფა “ერთა ლიგის“ მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი უკრაინის ნაკრების უპირატესობით – 1:0 ანგარიშით დასრულდა.
შეხვედრის მეორე გოლი, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, გიორგი მიქაუტაძემ მატჩის 77-ე წუთზე გაიტანა.
ნაკრებებს შორის შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში პირველ ადგილზეა. რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს – 5 ქულით კვლავ ბოლო ადგილზე რჩება.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. ხოლო, 6 ქულა აქვს ალბანეთს ეროვნულ ნაკრებს.
ცნობისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)