ირანი “კატეგორიულად უარყოფს” მისი ელჩის მასკთან შეხვედრას

თეირანმა “კატეგორიულად უარყო” ინფორმაცია, რომ მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელადაა დასახელებული, გასულ კვირაში ნიუ-იორკში შეხვდა გაეროში ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის – რითიც უარყო New York Times-ის და ასოშიეიტედ პრესის (AP) მიერ გავრცელებული ცნობები, რომ ეს შეხვედრა შედგა და მისი მიზანი იყო ირანსა და -ს შორის დაძაბულობის განმუხტვა.
ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მოაქვს საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესმდივნის, ესმაილ ბაღაის განცხადება, რომ ეს “ყალბი ცნობებია”.
პრეზიდენტობის პირველ ვადაში ტრამპი გამოეყო თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიღწეულ მნიშვნელოვან ბირთვულ ხელშეკრულებას და ირანს აღუდგინა მკაცრი სანქციები, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ირანის ფულად ერთეულსა და ეკონომიკას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)