ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ უკრაინასთან 0:1 მარცხდება.
მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ზივზივაძის დარტყმული ბურთი მიკოლენკომ დაბლოკა, კვარაცხელიას გატანა მეკარე ტრუბინმა არ დაანება, სწრაფი კონტრშეტევისას კი მუდრიკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კვირკველიამ ჩაჭრა. წვიმის გამო გაზონი მძიმე იყო, „ჯვაროსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდათ. სტუმრებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, როდესაც პირისპირ გასულ მუდრიკს მამარდაშვილმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.
საქართველო – უკრაინა
გოლები: 0:1 კვირკველია (7, საკ.
კარში)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე
Რატომ ბათუმი და იმიტომ, რომ ახალგაზრდები არ წასულიყვნენ აქციაზე. რომ არ შეერთებებოდნენ აქციას, რადგან ისედაც სტადიონზე ამდენი ხალხიდან და უკვე შეკრებილი ხალხიდან, აუცილებლად რაღაცა მასა წავიდოდა აქციაზე. Ეს იმას ნიშნავს, რომ კალაძემ და კობიაშვილმა ერთობლივად გამყიდველი მთავრობის გადაწყვეტილებით თამაში, რადგანაც იყო ნოემბრის თვე გააკეთეს ბათუმში და ყველამ კარგად იცოდა, რომ გამორიცხული იყო ნოემბერში რომ არ ყოფილიყო კოკისპირული წვიმები და ეს პირდაპირ მანიშნებელია იმისა, თუ რა დონეზეა ღალატი თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად