საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დაიწყო.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას „ერთა ლიგის“ მეხუთე ტურის მატჩს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მართავს.
მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ მიმდინარეობს.
დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი ტოვებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს – უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6-6 ქულა აქვს ალბანეთს და საქართველოს. ხოლო 4 ქულა უკრაინას.
ცნობისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.