სანდრო ბარამიძე: კალანდარიშვილს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ვერ ექნებოდა, თუ საქმიანობის გაგრძელება შეძლო

იურისტები დავით კირთაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების აბსურდულობაზე საუბრობენ – სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ თუ გიორგი კალანდარიშვილმა საქმიანობის გაგრძელება და სავარძელში მიბრუნება შეძლოა, მას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ვერ ექნებოდა.

იურისტი პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს და ამბობს, რომ ახლა “ოცნება” ს გაყალბების შემდეგ დაწყებულ პროტესტს სისხლის სამართლებრივ პროცედურას უპირისპირებს.

ამ კაცს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ვერ ექნებოდა, თუ ჰქონდა იმის საშუალება და შესაძლებლობა, ფიზიკურად რომ მიბრუნებულიყო და გაეგრძელებინა თავის საქმიანობა. აშკარად იკვეთება პოლიტიკური საკითხი. ეს რომ ყოფილიყო ვიღაცა სხვა ადამიანი, მაშინ ამას ასეთი რეაგირება არ მოჰყვებოდა და ეს რომ არ ყოფილიყო ის სიტუაცია, რომ “ქართულმა ოცნებამ”, მათ შორის ს თანამონაწილეობით მასობრივად გააყალბა არჩევნები, ახლა ცხადია ამას პროტესტი არ მოჰყვებოდა და ახლა ამ პროტესტს ისინი უპირისპირებენ სისხლის სამართლებრივ პროცედურას”, – ამბობს სანდრო ბარამიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა,  დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.