ცესკო-სთან საპროტსტო აქციის მონაწილე, გიორგი ლიფონავა დააკავეს – დაკავების კადრს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი გიგი უგულავა ავრცელებს.
საპროტესტო მსვლელობისას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან გაიმართა, ჯამში სამი პირია დაკავებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ცნობისთვის, იქამდე საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პირთა დაკავება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობისა და საპოლიციო მოქმედებებისთვის ხელის შეშლისთვის მოხდა.